მიწაზე ქონების გადასახადი საქართველოში — რა უნდა ვიცოდეთ?
Updated: Oct 27
ფლობთ მიწის ნაკვეთს საქართველოში?
იცით, როდის წარმოიშობა მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, როგორ გამოითვლება გადასახადი და ვის შეუძლია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა?
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მიწის დაბეგვრის განსხვავებულ წესებს ადგენს მისი დანიშნულების, ადგილმდებარეობისა და კანონით განსაზღვრული სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
ვინ არის მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი?
საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი:
მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს;
გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მის მფლობელობაში ან სარგებლობაშია, გარდა კანონით გაგათვალისწინებული სახელშეკრულებო შემთხვევებისა.
მნიშვნელოვანი განმარტება — 2026 წლის დეკლარირება
2026 წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას აუცილებე ლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ დასაბეგრი ქონებისა და მიწის დაბეგვრის პერიოდები.
ქონებაზე (გარდა მიწისა) — გაითვალისწინება 2025 წლის შესაბამისი მონაცემები, მათ შორის ოჯახის შემოსავალი.
მიწაზე -გადასახადის გადამხდელი და საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა მიწის ნაკვეთი 2026 წლის 10 აპრილს შეიძინა, მხოლოდ ამ შეძენის საფუძველზე მას 2026 წლის მიწის გადასახადის ვალდებულება არ წარმოეშობა. ხოლო თუ მიწის ნაკვეთი პირს 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ეკუთვნო და და იგი მოგვიანებით გაყიდა, 2026 წლის მიწის გადასახადის ვალდებულება კვლავ მას ეკისრება, თუ კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს.
გაითვალისწინეთ: 2026 წლის მიწის გადასახადის განსაზღვრისას გამოიყენება 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოქმედი საგადასახადო განაკვეთები, ხოლო გადასახადის გადახდა ხდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
როგორ განისაზღვრება მიწის გადასახადი?
გადასახადის გაანგარიშებისას ერთმანეთისგან განასხვავებენ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
წლიური საბაზისო განაკვეთები განისაზღვრება:
მიწის კატეგორიის მიხედვით — სახნავი, საკარმიდამო, სათიბი, საძოვარი და სხვა;
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით;
მიწის ფართობის გათვალისწინებით, ერთ ჰექტარზე ლარში.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს შესაბამის განაკვეთს კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში.
მაგალითი:
თუ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია 1 000 მ² და ტერიტორიული კოეფიციენტი არის 1.5:
1 000 × 0.24 × 1.5 = 360 ლარი წელიწადში.
ეს არის პირობითი მაგალითი. რეალური გადასახადი დამოკიდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტში მოქმედ კოეფიციენტსა და შესაძლო შეღავათებზე.
ვინ თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისგან?
საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს შეღავათებს კონკრეტული პირებისა და მიწის კატეგორიებისთვის.
მათ შორის, კანონით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში, შეღავათი შეიძლება გავრცელდეს:
ფიზიკური პირის საკუთრებაში 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ, 5 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ, შესაბამის დასახლებაში მდებარე მიწაზე;
ახალასათვისებელ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მისი მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
სტიქიური მოვლენებით დაზიანებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, კანონით გათვალისწინებული დადასტურების შემთხვევაში;
გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე, პარკებზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენებულ მიწებზე;
კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზე.
მნიშვნელოვანია:
შეღავათის გამოყენება დამოკიდებულია კონკრეტული მიწის სამართლებრივ სტატუსზე, დანიშნულებაზე, გამოყენებაზე და შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
მიწაზე ქონების გადასახადის სწორად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ოთხი საკითხის შემოწმება
ვის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში იყო მიწა 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით;
რა დანიშნულება და კატეგორია აქვს მიწის ნაკვეთს;
რა განაკვეთი ან კოეფიციენტი მოქმედებს შესაბამის მუნიციპალიტეტში;
ვრცელდება თუ არა მიწაზე კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათი.
გაითვალისწინეთ:
მიწის გადასახადისა და სხვა ქონებაზე გადასახადისგან გათავისუფლების პირობები ერთმანეთისგან განსხვ ავდება.





Comments