top of page

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი გარდა მიწისა

Writer: Info Saldo-Group
Info Saldo-Group
Oct 16
1 min read

რა უნდა ვიცოდეთ?


იცით რა შემთხვევაში წარმოეშობა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადის გადახდის 

ვალებულება?


საქრთველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) თავისუფლდება ქონებისგადასახადისგან, თუ მისი ოჯახის წინა კალენდარული წლის შემოსავლი 100 000 ლარს არ აღემატება.



რომელი ქონება ექვემდებარება დაბეგვრას?


  • საცხოვრებელი ბინა, სახლი და სხვა უძრავი ქონება;

  • დაუმთავრებელი მშენებლობა;

  • მსუბუქი ავტომობილი;

  • იახტა, შვეულმფრენი და თვითმფრინავი;

  • ეკონომიკური საქმიანობისას ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და კანონით განსაზღვრული სხვა ქონება.


როგორ განისაზღვრება ოჯახის შემოსავალი?


ქონების გადასახადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ოჯახის წევრების კანონით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის ხელფასის და სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.


მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25% გაითვალისწინება.


მაგალითად:


თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის წლიური სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი 300 000 ლარია, ქონების გადასახადის მიზნებისთვის ჩაითვლება 75 000 ლარი. თუ ოჯახს სხვა ჩასათვლელი შემოსავალი არ აქვს, 100 000-ლარიანი ზღვარი არ გადაილახება.


ქონების გადასახადის განაკვეთი


თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე.


დეკლარირებისა და გადახდის ვადები


📅 1 ნოემბერი — ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა.

📅 15 ნოემბერი — გადასახადის გადახდის ბოლო ვადა.


პრაქტიკული გარემოება


თუ ფიზიკური პირი წინა წელს იყო ქონების გადასახადის დეკლარანტი, ხოლო მიმდი ნარე წელს შეღავათის გამო აღარ წარმოეშობა დეკლარირების ვალდებულებამან საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს დეკლარაციის არწარდგენის შესახებ დადგენილი წესით.

თუ პირი არ წარადგენს დეკლარაციას და არ არსებობს განსხვავებული ანგარიშგების საფუძველი, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანომ შეიძლება გადასახადი წინა პერიოდის მონაცემების მიხედვით ავტომატურად დაარიცხოს.


გაითვალისწინეთ: 

მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრისა და ადმინისტრირების განსხვავებული წესები მოქმედებს



 
 
 

Comments


bottom of page