ბიზნესის დაფინანება
დაფინასების წყაროები
საქართველოში ბიზნესის დაფინანსების ძირითად წყაროებს წარმოადგენს კომერციული ბანკები, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საგრანტო პროგრამები და კერძო ინვე სტორები. დაფინანსების წყაროს შერჩევა დამოკიდებულია ბიზნესის საქმიანობაზე, განვითარების ეტაპსა და ფინანსურ საჭიროებებზე.
ბანკის დაფინანსება ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. კომერციული ბანკები მეწარმეებს სთავაზობენ სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტს, მათ შორის ბიზნეს სესხებს, საკრედიტო ხაზებს, ოვერდრაფტებსა და ლიზინგს.
კომერციული ბანკები
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს წარმოადგენს „აწარმოე საქართველოში“, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) პროგრამები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამები და სხვა ინიციატივები, რომლებიც ბიზნესს სთავაზობს დაფინანსების, თანადაფინანსების, საგარანტიო და განვითარების შესაძლებლობებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს სთავაზობენ ბიზნეს, საინვესტიციო და აგროსესხებს, ასევე სხვა საკრედიტო პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესის მიმდინარე საქმიანობისა და განვითარების დაფინანსებას ემსახურება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, საქართველოში ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობენ სხვადასხვა საკრედიტო, საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით.
გრანტებს გასცემენ სახელმწიფო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. საქართველოში გრანტების მნიშვნელოვანი წყაროებია ევროკავშირი (EU), USAID, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებენ ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და სოციალური პროექტების განვითარებას.
გრანტები
დაფინანსების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები
დაფინანსების მისაღებად მნიშვნელოვანია ბიზნესის გამართული ფინანსური აღრიცხვა, მოწესრიგებული სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, საგადასახადო ვალდებულებების დროული შესრულება და ბიზნესის განვითარების მკაფიო გეგმის არსებობა.
დაფინანსების მიმწოდებლები, როგორც წესი, აფასებენ ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას, გადახდისუნარიანობას, საქმიანობის ისტორიასა და დაგეგმილი პროექტის რეალისტურობას.