top of page

სახელმწიფო სტრუქტურები და რეგულაციები

VAT

სახელმწიფო სტრუქტურები

მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია მეწარმეს აკისრებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რიგ ვალდებულებებს სახელმწიფოს წინაშე, რომელიც მოიცავს გადასახადების სწორად გაანგარიშებასა და გადახდას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგებების, დეკლარაციებისა და სხვა სავალდებულო ფორმების წარდგენას.

  • საჯარო რეესტრი-5.jpg

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მეწარმის, რეგისტრაციის, გაუქმებას, ასევე უძრავ ქონებასა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრულ რეესტრებთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

  • შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია გადასახა დებისა და საბაჟო პროცედურების ადმინისტრირებაზე, ასევე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კონტროლზე.

  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

    ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების, აუდიტისა და პროფესიული სტანდარტების დანერგვასა და ზედამხედველობაზე.  

  • საპენსიო სააგენტო-3.png

    საპენსიო სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებაზე, საპენსიო შენატანების აღრიცხვასა და საპენსიო აქტივების მართვაზე.

  • statistika logo.jpg

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და გავრცელებას.

  • შრომის ინსექცია-1.png

    შრომის ინსპექციის სამსახური ახორციელებს შრომითი ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობას საქართველოს მასშტაბით.

ბიზნესის საქმიანობის პროცესში სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ რეგისტრაციის, რეგულირებისა და ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელებას.

სალდო ჯგუფის მიზანია მეწარმეებს მიაწოდოს პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპამდე, მათ შორის იმ სახელმწიფო ორგანოების შესახებ, რომლებთანაც შესაძლოა ჰქონდეთ ურთიერთობა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებებისა და რეგულაციების შესახებ.

როგორ დავრეგისტრირდეთ 

ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და მოიცავს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, რაც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.  

რეგისტრაციის, მონაცემების ცვლილებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად გადაეცემა შემოსავლების სამსახურს. მეწარმედ რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ფილიალებსა და ავტორიზებულ პირებთან.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით ფიზიკურმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება და საქართველოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე − პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.

განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის სახელს და გვარს, იურიდიულ მისამართს და პირად ნომერს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის შემთხვევაში დოკუმენტის საინდიფიკაციო ნომერს.

იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს განცხადება,  პირის სადამფუძნებლო შეთანხმება, იურიდიული მისამართის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანხმობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაზე, თუ აღნიშნული თანხმობა უკვე არ არის ასახული სადამფუძნებლო შეთანხმებაში.

როგორ შევიტყოთ რეგისტრაციის დასრულების შესახებ

მეწარმე დაფუძნებულად მიიჩნევა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებისთანავე. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება რეგისტრაციის პროცესში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

ბუღალტრული აღრიცხვა  და ფინანსური ანგარიშგება

ბუღალტრული აღრიცხვა არის პროცესი, რომლის ფარგლებში კომპანია აგროვებს, აღრიცხავს, აჯამებს და სისტემატიზებულად ასახავს ყველა ფინანსურ ოპერაციას. 

ფინანსური ანგარიშგება კი ამ პროცესის შედეგია და წარმოადგენს დოკუმენტების ერთობლიობას, რომელიც ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებს კონკრეტული საანგარიშგებო პერიოდისთვის.

ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“.  

ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) საფუძველზე, საწარმოს ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით.

საწარმოს ზომითი კატეგორიები და ანგარიშგების წარდგენა

საწარმოები ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენენ ზომითი კატეგორიის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს საწარმოთა ოთხ ზომით კატეგორიას, რომელთაც განსხვავებული ანგარიშგების წარდგენის  ვალდებულდებულება გააჩნიათ.

საწარმოს ზომითი კატეგორიები:

  • აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება.

  • შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება.

  • დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

I კატეგორიის საწარმო

I კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს IFRS სტანდარტით და ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და მმართველობითი ანგარიშგების აუდიტი. ასევე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვალდებულია მოამზადოს და გამოაქვეყნოს სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება.

II კატეგორიის საწარმო

  • აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება.

  • შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება

  • დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

II კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს IFRS For  SME's სტანდარტიათ ამსთანავე შეუძლია გამოიყენოს IFRS სტანდარტიც და ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და მმართველობითი ანგარიშგების აუდიტი. 

III კატეგორიის საწარმო

  • აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;

  • შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;

  • დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.​

III კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს IFRS For  SME's სტანდარტიათ ამსთანავე შეუძლია გამოიყენოს IFRS სტანდარტიც და განთავისუფლებულია აუდიტის მოთხოვნისგან.

  • აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;

  •  შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;

  •  დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.​

IV კატეგორიის საწარმო

IV კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს სამასხურის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ამსთანავე შეუძლია გამოიყენოს IFRS For  SME's და IFRS სტანდარტიც. განთავისუფლებულია აუდიტის მოთხოვნისგან.

წინა საანგარიშგებო წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერი.

გადასახადების სახეები

TAX

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით,  საგადასახადო სისტემა მოიცავს საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებს, რომელთა ადმინისტრირება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები

  • საშემოსავლო გადასახადი

  • მოგების გადასახადი

  • დღგ

  • აქციზი

  • იმპორტის გადასახადი

VAT

მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები დამოკიდებულია მის სამართლებრივ ფორმაზე, საგადასახადო სტატუსსა და ეკონომიკური საქმიანობის სახეზე. საქმიანობის პროცესში მეწარმემ უნდა უზრუნველყოს გადასახადების სწორად დაანგარიშება, დეკლარირება და გადახდა. დეკლარაციების წარდგენა ხდება სხვადასხვა პერიოდულობით — ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად, საქმიანობის სპეციფიკისა და შესაბამისი გადასახადის სახეობის გათვალისწინებით.

დეკლარაციები

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის პორტალზე რეგისტრირებული მეწარმის პირადი გვერდიდან. დეკლარაციები წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადებში.

ადგილობრივი გადასახადი

  • ქონების გადასახადი

RS.ge

მეწარმის ელექტრონული პირადი გვერდი

მეწარმე სუბიექტი პირად ელექტრონულ გვერდზე ავსებს საინფორმაციო ბარათს, სადაც უთითებს საქმიანობის სახეს, საბანკო რეკვიზიტებს, მართვის ადგილს და წარსადგენი დეკლარაციების სახეებს.

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის გარდა, მეწარმეს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პირად სივრცეში აქვს შესაძლებლობა ელექტრონულად გამოწეროს, მიიღოს სხვადასხვა სახის პირველადი დოკუმენტი.

სასაქონლო ზედნადები გამოიწერება საქონლის გაყიდვის, ტრანსპორტირების, ასევე საწარმოს შიდა გადაადგილების შემთხვევაში.

VAT

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პირადი სივრცე მეწარმეს საშუალებას აძლევს აკონტროლოს გადასახადების დარიცხვა და გადახდა, მოითხოვოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, გაეცნოს საგადასახადო და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, მიიღოს შეტყობინებები შემოწმებებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე ელექტრონულად წარადგინოს სხვადასხვა სახის განცხადება.

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაიცემა მხოლოდ დღგ-ის გადამხდელთა მიერ პროდუქციის მიწოდებისას ან მომსახურების გაწევისას და წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის ოფიციალურ დოკუმენტს.

SVAT

ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშფაქტურა გამოიწერება ნავთობპროდუქტების როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საგადასახადო დოკუმენტი აერთიანებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ფუნქციებს. მისი გამოწერის შემთხვევაში, იმავე ოპერაციაზე ცალკე სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა აღარ არის საჭირო.

Tax

Doc

საბაჟო პროცედურები (რეჟიმი) საქართველოში

საბაჟო რეჟიმი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის, გატანის ან გადაადგილების მიზანსა და შესაბამის საბაჟო პროცედურებს. საქონლისთვის შერჩეული საბაჟო რეჟიმი გავლენას ახდენს დეკლარირების წესზე, გადასახადებსა და სხვა ვალდებულებებზე.

საბაჟო რეჟიმის სახეები:

Customs

  • იმპორტი

  • ექსპორტი

  • რეექსპორტი

  • ტრანზიტი

  • დროებითი შემოტანა

Customs

  • საბაჟო საწყობი

  • თავისუფალი ზონა

  • შიდა გადამუშავება

  • გარე გადამუშავება

  • საქონლის განკარგვა

მეწარმე სუბიექტს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე, პირადი გვერდის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით ელექტრონულად წარადგინოს შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია და თანდართული დოკუმენტაცია. დეკლარირება შესაძლებელია როგორც წინასწარი დეკლარირების, ისე არაწინასწარი დეკლარირების წესით.

წინასწარი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე მაქსიმუმ 45 კალენდარული დღით ადრე.

CD

საბაჟო დეკლარაციები კლასიფიცირდება საქონლისთვის შერჩეული საბაჟო პროცედურის (რეჟიმის) მიხედვით და გამოიყენება იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავებისა და სხვა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.

საბაჟოო დეკლარაცია

საბაჟო გაფორმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა. წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი დამოკიდებულია საქონლის სახეობაზე, არჩეულ საბაჟო პროცედურასა და კონკრეტული გარიგების პირობებზე.

განბაჟებისთვის საჭირო ძირითადი დოკუმენტებია:

  • კომერციული ინვოისი.

  • სატრანსპორტო დოკუმენტი.

  • შეფუთვის ფურცელი.

  • წარმოშობის სერტიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში).

  • ნებართვები, ლიცენზიები (საჭიროების შემთხვევაში).

  • ხელშეკრულება ან სხვა გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).

  • დაზღვევის დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში)

საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ მეწარმეს შეუძლია საბაჟო დეკლარაცია იხილოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალის პირად სივრცეში. ამასთან, ხშირ შემთხვევაში მეწარმეს ეგზავნება შეტყობინება საბაჟოზე გადასახდელი გადასახდების შესახებ.

ინკოტერმები

ინკოტერმები (Incoterms) განსაზღვრავს გამყიდველისა და მყიდველის ვალდებულებებს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან, დაზღვევასთან, რისკების გადანაწილებასა და ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით. ინკოტერმის პირობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრასა და განბაჟების პროცესზე.

ინკოტერმის პირობა, როგორც წესი, მითითებულია კომერციულ ინვოისსა და საგარეო სავაჭრო ხელშეკრულებაში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა

დაგროვებითი პენსია წარმოადგენს სახელმწიფო პენსიისგან დამოუკიდებელ დამატებით დანაზოგს, რომელსაც მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, გარდა არარეზიდენტებისა. თვითდასაქმებულებისთვის და კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის პირებისთვის მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია იმ პირებისთვის, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) უკვე შესრულებული ჰქონდათ 60 წელი (მამაკაცებს) ან 55 წელი (ქალებს), ასევე თვითდასაქმებულებისთვის. სქემაში გაწევრების შემთხვევაში საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა მიღებული ხელფასის ან თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით.

საპენსიო შენატები

დაგროვებით საპენსიო სისტემაში დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ირიცხება:

  • დასაქმებულის ხელფასის-2%

  • დამსაქმებელი-2%

  • სახლმწიფო -2% წლიური შემოსავლის 24 000 ლარამდე , 1% -24 000-დან 60 000 ლარამდე, 

60 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება აღარ ხორციელდება.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ირიცხება:

  • თვითდასაქმებული-4%

  • სახლმწიფო -2% წლიური შემოსავლის 24 000 ლარამდე , 1% -24 000-დან 60 000 ლარამდე, 

თუ თვითდასაქმებულის შემოსავალი გადააჭარბებს 60 000 ლარს მაშინ მონაწილე აღარ სარგებ ლობს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული საპენსიო თანადაფინანსებით.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება

დასაქმებულისა და თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანების დეკლარირება და გადარიცხვა დაკავშირებულია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენასთან და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

საპენსიო სქემის ადმინისტრირებას ახორციელებს საპენსიო სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების წარმოებას, საპენსიო შენატანების აღრიცხვას, საპენსიო აქტივების მართვასა და მონაწილეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

სტატისტიკური კვლევის ობიეტები

საქსტატი აგროვებს და ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს სხვადასხვა სფეროდან. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი სტატისტიკური კვლევების წარმოებისთვის. კვლევის ძირითად ობიექტებს წარმოადგენს:

საწარმოები და დაწესებულებები

  • უცხოოური ინვესტიციების სტატისტიკა

  • ფასების სტატისტიკა

  • ბიზნეს სტატისტიკა

  • სოციალური სტატისტიკა

  • სოფლის მეურნეობის და გარემოს სტატისტიკა

უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა

უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა მოიცავს საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკურ გამოკვლევებს. აღნიშნული კვლევების მიზანია ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების, საერთაშორისო მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი.

შერჩეულ საწარმოებს ევალებათ საქსტატში შესაბამისი სტატისტიკური ფორმების წარდგენა. კვლევის ტიპის მიხედვით, საწარმოები წარადგენენ კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ ფორმებს, რომლებიც გამოიყენება უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების წარმოებისთვის.

ფასების სტატისტიკა

ფასების სტატისტიკა მოიცავს სამომხმარებლო ფასების, ტარიფებისა და მწარმოებელთა ფასების შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. აღნიშნული კვლევები გამოიყენება ინფლაციის, ფასების ცვლილებებისა და ეკონომიკური ტენდენციების შესაფასებლად.

ფასების სტატისტიკის ძირითადი სტატისტიკური გამოკვლევებია:

  • სამომხმარებლო ფასებისა და ტარიფების სტატისტიკური გამოკვლევა;

  • ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებელთა ფასების სტატისტიკური გამოკვლევა;

  • საექსპორტო პროდუქციის ფასების სტატისტიკური გამოკვლევა;

  • იმპორტირებული პროდუქციის ფასების სტატისტიკური გამოკვლევა;

  • მწარმოებელთა ფასების სტატისტიკური გამოკვლევა მშენებლობაში;

  • მწარმოებელთა ფასების სტატისტიკური გამოკვლევა სატვირთო გადაზიდვებზე;

  • სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების გამოკვლევა მშენებლობის ღირებულების ინდექსის გამოსათვლელად.

შერჩეულ საწარმოებს ევალებათ შესაბამისი სტატისტიკური ფორმების დადგენილ ვადებში წარდგენა. მიღებული მონაცემები გამოიყენება ფასების ინდექსებისა და სხვა ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების გამოსათვლელად.

ბიზნეს სტატისტიკა

ბიზნეს სტატისტიკა მოიცავს საწარმოთა ეკონომიკური საქმიანობის, ფინანსური მაჩვენებლების, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, ენერგომოხმარებისა და სხვა ბიზნეს პროცესების შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.

ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი სტატისტიკური გამოკვლევებია:

  • საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევა.

  • არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევა.

  • საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევა.

  • საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევა.

  • საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევა.

  • სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევა.

  • მშენებლობის სფეროს სტატისტიკური გამოკვლევები.

  • ენერგეტიკისა და ენერგორესურსების მოხმარების სტატისტიკური გამოკვლევები.

შერჩეულ საწარმოებს შეიძლება დაევალოთ ყოველთვიური, კვარტალური ან წლიური სტატისტიკური ფორმების წარდგენა საქსტატში.

სოციალური სტატისტიკა

სოციალური სტატისტიკური გამოკვლევა არის საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის, ცხოვრების დონის, დასაქმების, შემოსავლების, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა სოციალური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. 

სოციალური სტატისტიკის ფარგლებში საქსტატის მიერ შერჩეული საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა ორგანიზაციები კვარტალურად და წლიურად წარადგენენ სტატისტიკურ მონაცემებს.

სოფლის მეურნეობის და გარემოს სტატისტიკა

სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკა მოიცავს მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მცენარეული და ცხოველური მეურნეობის, აკვაკულტურის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ.

სტატისტიკურ გამოკვლევებში მონაწილეობენ საქსტატის მიერ შერჩეული ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შესაბამისი საწარმოები, რომლებიც სტატისტიკურ ინფორმაციას კვარტალურად და  წლიურად წარადგენენ.

საერთაშორისო შედარებების პროგრამა- (ICP)

საერთაშორისო სტატისტიკური პროგრამა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება ერთიანი მეთოდოლოგიით. პროგრამის ფარგლებში გროვდება მონაცემები საქონლისა და მომსახურების ფასების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

ბიზნესისთვის საერთაშორისო შედარებების პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მისი შედეგები გამოიყენება ბაზრების, ფასების დონის, მსყიდველობითი უნარისა და ეკონომიკური გარემოს შესაფასებლად, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო, საექსპორტო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას.

დამსაქმებლის ვალდებულებები

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის უვნებელი სამუშაო გარემო, შეაფასოს პროფესიული რისკები, დანერგოს პრევენციული ღონისძიებები და დაიცვას შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებზე დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დააზღვიოს დასაქმებულები უბედური შემთხვევისგან და დაფაროს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯი.

დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები

დასაქმებულს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია სამუშაო ადგილზე არსებული რისკებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ, მონაწილეობა მიიღოს შრომის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, უარი თქვას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში სამუშაოს შესრულებაზე, მოითხოვოს უსაფრთხო სამუშაო პირობები და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის.

დასაქმებული ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები, სწორად გამოიყენოს სამუშაო აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებსა და ინსტრუქტაჟებში, დროულად აცნობოს დამსაქმებელს საფრთხის შემცველი გარემოებების შესახებ და იზრუნოს საკუთარი და სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

შრომის უსაფრთხოების მართვა

შრომის უსაფრთხოების მართვა მოიცავს პროფესიული რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების დანერგვას, დასაქმებულთა ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარებას, ასევე სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვასა და მოკვლევას.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შემოწმებები და გასცეს შესაბამისი მითითებები.

bottom of page